ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

24-03-2025 14:59
კატეგორიები: მსოფლიო

ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ნადიმ ხმალაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, ხმალაძემ უკრაინაში სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ქალაქ ირპენში, ბუჩას რაიონის ქალაქ გოსტომელში, ბუჩას ოლქში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

მათივე მტკიცებით, გამოძიების თანახმად, ხმალაძემ, „როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა, მიიღო ანაზღაურება 745 000 რუსული რუბლის ოდენობით“.

პოსტი ნახა: 634


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე