ონში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა საავტომობილო გზები, რამდენიმე სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება

ონში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა საავტომობილო გზები, რამდენიმე სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება

5 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 171

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,

სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია.

ამასთან, სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ელექტროენერგია არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, მოხდება ზარალის აღწერა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე