Open AI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის თქმით, მარკ ცუკერბერგის კომპანია „მეტა“ Open AI-ის თანამშრომლებს, მათთან გადასვლის სანაცვლოდ, 100 მლნ აშშ დოლარს სთავაზობს.
ალტმანმა პოდკასტში „Unscapped“ განაცხადა, რომ ცუკერბერგმა მისი თანამშრომლების მიმართ „გიგანტური“ შეთავაზებების გაკეთება დაიწყო და ზოგიერთ მათგანს ჰპირდება, თუკი კონტრაქტს „მეტა“-სთან გააფორმებს, ხელმოწერის სანაცვლოდ 100 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის.
თავის მხრივ, ალტმანი ამბობს, რომ ცუკერბერგის მცდელობები უშედეგოა და ის მისთვის თანამშრომლების წართმევას ვერ შეძლებს.
გარდა ამისა, ალტმანმა „მეტა“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომპანია ინოვაციების მხრივ არც ისეთი მოქნილია.
„მეტას“, როგორც კომპანიას, პატივს ბევრი რამის გამო ვცემ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის ინოვაციების მხრივ დიდ კომპანიას წარმოადგენენ. ჩვენ გვესმის ბევრი რამ, რაც მათ არ ესმით“, - განაცხადა Open AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.