ოპოზიციამ ყოველ დღე უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ - ჩვენ რომ ვადამდელი ჩავატაროთ, გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ “საარჩევნო კოდექსში” დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.  მისივე თქმით, ოპოზიცია ყოველგვარი რეიტინგის გარეშეა დარჩენილი.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 23

ოპოზიციამ ყოველ დღე უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ - ჩვენ რომ ვადამდელი ჩავატაროთ, გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ “საარჩევნო კოდექსში” დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყოველგვარი რეიტინგის გარეშეა დარჩენილი.

„ჩვენ, როგორც არის საერთაშორისო პრაქტიკა, იმის შესაბამისად ვაკეთებთ. როდესაც შენ გქვია საერთაშორისო დამკვირვებელი, არ უნდა იყო ადგილობრივი, გუშინ შექმნილი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც „ბეიჯს“ გიკეთებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს 18 წლის ზემოთ. ეს არის ნორმა, სტანდარტი და ეს შემოვიტანეთ ქართულ საარჩევნო სისტემაში.

დღეს ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებულები, უცხვირპიროები, უსამშობლოები, ყოველგვარი რეიტინგის გარეშე. ჩვენ რომ ჩავატაროთ ვადამდელი, გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე გვაქვს, თუმცა არანაირი საფუძველი, წინაპირობა არ არსებობს ვადამდელი არჩევნების. მათ ყოველდღე უნდა ილოცონ, რომ არ ჩავუნიშნოთ ვადამდელი არჩევნები. ამათი არჩევნებში მონაწილეობა არ გაიშვას. 2028-ში იქნება არჩევნები და მოემზადონ,“ - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები. ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.  რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყების განცხადებით, „ლონდონსა და პარიზში სურთ, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ იგი კიევმა თავად შეიმუშავა“.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
საფრანგეთის ელჩი - ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ - რაც შეეხება სანქციებს, ეს კოლექტიური ძალისხმევაა და გვინდა, საქართველო კიდევ უფრო პროაქტიური იყოს

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე