ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

22-07-2025 23:03
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 555

ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ დასავლური მედია მის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში არ არის ნახსენები, თუმცა ნათქვამია, რომ ის დღეს დილით გარდაიცვალა.

„ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სიყვარულით იყო გარშემორტყმული. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს ასეთ დროს", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოზი ოსბორნმა ბოლო კონცერტი ჯგუფთან ერთად ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გამართა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე