პაატა ბურჭულაძე - უნდა მოვითხოვოთ „ოცნების“ წევრი ექვსი ადამიანის სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში

პაატა ბურჭულაძე - უნდა მოვითხოვოთ „ოცნების“ წევრი ექვსი ადამიანის სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 133

ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, -  იუწყება ipn.ge.

პაატა ბურჭულაძემ დაასახელა „ქართული ოცნების“ ექვსი ლიდერი, რომლებიც „სასწრაფოდ უნდა დაატყვეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მათ ჩააბარონ.

„როგორც კი ისინი გადაუხვევენ [ამ გზიდან], ისინი ემორჩილებიან ბანდიტებს და ხუნტას. მათ გასაგონად ხმა უნდა მივცეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ ექვს ადამიანზე, ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და მოვითხოვოთ მათი სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში.

ნომერი პირველი – ირაკლი კობახიძე, ნომერი ორი – შალვა პაპუაშვილი, ნომერი სამი – ანზორ ჩუბინიძე, ნომერი ოთხი – მამუკა მდინარაძე, ნომერი ხუთი – თეა წულუკიანი, ნომერი ექვსი – ბიძინა ივანიშვილი.

ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ისინი ჩვენ ჩაგვაბარონ. ის ადამიანები, ვინც დაუფარავენ მათ, ასევე მიეცემიან პასუხისგებაში. არც პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცემა პასუხისგებაში და შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე