პაატა მანჯგალაძე - თუ ანრი ოხანაშვილი სუს-ის საიდუმლო ინფორმაციას ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს უზიარებდა, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ივანიშვილს გაუზიარებს

პაატა მანჯგალაძე - თუ ანრი ოხანაშვილი სუს-ის საიდუმლო ინფორმაციას ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს უზიარებდა, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ივანიშვილს გაუზიარებს

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 391

თუ ანრი ოხანაშვილი სუს-ის საიდუმლო ინფორმაციას ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს უზიარებდა, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ივანიშვილს გაუზიარებს , - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მანჯლააძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ოხანაშვილის გადადგომას და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას შიდა დაპირისპირებით ხსნის.

“ქართულ ოცნებაში“ შიდა ბრძოლა მიდის. ეს არის ჩამოშლის წინა პერიოდი. თუ ანრი ოხანაშვილი სუს-ის საიდუმლო ინფორმაციას ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილის ერთად უზიარებდა, ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ივანიშვილს გაუზიარებს.

ეს შიდა ბრძოლა საბოლოოდ იმით დამთავრდება, რომ კობახიძე პრემიერ-მინისტრი არ იქნება, მაგრამ ჩვენ პროცესს უფრო დავაჩქარებთ და რეჟიმს უფრო ადრე ჩამოვაშორებთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიკავა, თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა. კობახიძის განცხადებითვე, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი იქნება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე