ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელა

ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელა

07-05-2025 01:06
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 473

პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა.

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ინდოეთმა რაკეტები საზღვრის გასწვრივ სამ ლოკაციაზე ისროლა.

ასევე, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და დარტყმებს ახორციელებს “ტერორისტული ინფრასტრუქტურისა” და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ კაშმირის რეგიონზე.

“ეს ნაბიჯები პაჰალგამზე ბარბაროსულ თავდასხმას მოჰყვება, რომელშიც ინდოეთის 25 მოქალაქე და ნეპალის ერთი მოქალაქე იყვნენ მოკლული…

ჩვენი ნაბიჯები იყო ფოკუსირებული, გამოზომილი და თავისი ბუნებით არაესკალაციური. დარტყმები არ განხორციელდა პაკისტანის სამხედრო ობიექტებზე. ინდოეთმა საგრძნობი თავშეკავება გამოაჩინა მიზნების შერჩევასა და [დარტყმების] განხორციელების მეთოდებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში სარაკეტო დარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე 9 ობიექტზე განხორციელდა.

ამავდროულად, პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავდასხმებს უპასუხებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე