პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით - 5 ივლისამდე გაუგრძელებს.
ამასთან, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სესიაზე შუალედურ ანგარიშს წარადგენს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.
დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივნისს ეწურება.