პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იმ ინიციატივის შეცვლაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმად, მასწავლებელს, რომელსაც ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ეზღუდება.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 21

მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იმ ინიციატივის შეცვლაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმად, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ეზღუდება.

როგორც საკომიტეტო განხილვის დროს ითქვა, 3-წლიანი შეზღუდვა კანონიდან ამოღებული იქნება და საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე იქნება დელეგირებული.

„მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მსჯელობა გაიმართა. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ დელეგირება სამინისტროზე გაკეთდება და კონკრეტული ქმედებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალებში გაიწერება. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ამავე დროს მონიტორინგის ნაწილიც უფრო ადვილი იქნება. დავაკვირდებით პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისს ცვლილებებს უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. თემა ძალიან სენსიტიურია. აქ საუბარი სისხლის სამართლის საკითხებზე არ არის. სწორი იქნება, თუ საკითხი სამინისტროზე იქნება დელეგირებული“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც სკოლებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებს მოიცავს, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონის პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი გამოცემა  ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების თურქეთის ნაცვლად ომანში გამართვის შესახებ ირანის მოთხოვნას დათანხმდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები

6 წუთის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე