პარლამენტმა ანრი ოხანაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო

პარლამენტმა ანრი ოხანაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 168

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობისთვის. ბოლო პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ვნახეთ ამ სამსახურის ეფექტიანობის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრის ახლა უკვე სხვა მიმართულებით საქმიანობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე