პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც გენპროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ

პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც გენპროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ

12-06-2025 15:50
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 337

გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის და მისი თანამდებობაზე განწესების წესი შეიცვალა - გენპროკურორობის კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები საჭირო აღარ იქნება. მას საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით - 78 ხმით დაამტკიცა.

მიღებული კანონით გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება, ხოლო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე