პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა RSS
პოსტი ნახა: 108

26 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ.

კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს შეეხება - კითხვები დაისმება უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან და Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, კითხვა-პასუხის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.

პრემიერის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე