პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლედ პარლამენტში დაჯი კოვზირიძე შევა.
კოვზირიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.
რუსუდან თევზაძემ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა და პარტია “გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. თევზაძის გადაწყვეტილება “გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას უკავშირდება.