პაციენტს, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა

პაციენტს, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა

17-03-2025 18:37
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1171

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა. სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა - მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება - 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 205 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე