პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პეტრა ბაირი (ავსტრია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.
პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.
პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.