პეტრე ცისკარიშვილი - რეალური საფრთხეა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაკარგონ - აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ სანქციები შეეხოს მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლებს და არა მთელ საზოგადოებას

პეტრე ცისკარიშვილი - რეალური საფრთხეა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაკარგონ - აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ სანქციები შეეხოს მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლებს და არა მთელ საზოგადოებას

11 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 240

რეალური საფრთხეა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაკარგონ, მაგრამ პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები შეეხოს მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლებს და არა მთელ საზოგადოებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ოქტომბრის ბოლოსთვის გახდება.

„სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ საქართველომ, საქართველოს ყველა მოქალაქემ დაკარგოს ის სიკეთე, რომელიც თავის თავში გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმაზე, რომ რეალურად დასანქცირდნენ მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლები და კონკრეტული ჯგუფები და არა მთელი ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს ამ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, არის ამ კონკრეტული ადამიანების „დამსახურება“, მათი „მუშაობის“ შედეგად, მათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ეგრეთ წოდებული „რეფორმების“ შედეგად მივედით იქამდე, რომ ევროპისთვის ჩვენ მისაღები პარტნიორები აღარ ვართ. ჩვენ არ ვართ საერთო ღირებულებებით სისტემაში მოქცეული ევროპასთან ერთად, ამიტომ ძალიან ლოგიკური ნაბიჯია მათი მხრიდან იმის გაკეთება, რომ 8 წლის თავზე შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავარი მომენტი, რომ აბსტრაქტულად არაფერი არ ხდება. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს წარმოადგენენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა და შესაბამისად ამ ადამიანების მიმართ უნდა იქნას შესაბამისი ზომები გატარებული და არა ყველა თანამოქალაქის საწინააღმდეგოდ. ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან უკვე მეორე თვეა და საბოლოო ჯამში, ალბათ, სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე