პეტრე ცისკარიშვლი - ერთსა და იმავე მოსამართლეზე ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად

პეტრე ცისკარიშვლი - ერთსა და იმავე მოსამართლეზე ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 86

ერთსა და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ლევან ხაბეიშვილზე საქმის დაწერაც უკანონოა. როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას აჰკიდეს მთელი ეს პოლიტიკური ტვირთი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

„შეიძლება, მოინდომეს, რომ აქციები ორად გაიყოს, მაგრამ ვარწმუნებ „ქოცებს“, რომ ყველგან მოვასწრებთ, აქაც ვიქნებით და შემდეგ რუსთაველის გამზირზეც მივალთ აუცილებლად, მარშზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უვიზო რეჟიმის გადარჩენას ემსახურება და მნიშვნელოვანია იქ ყოფნაც. მაგრამ მე მინდა, მთავარი ვთქვა: იქიდან გამომდინარე, რომ ლევანის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ აქვთ, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, „ქოცები“ დაუბრუნდნენ თავიანთ ბუნებრივ პოლიტიკურ წიაღს და საქმეს უთითხნიან სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, საუკეთესო საბჭოთა ბოლშევიკურ ტრადიციებში, ეს არის ამათი რეალური პოლიტიკური სახე, როგორ დევნიან და როგორ ცდილობენ, დაჩაგრონ, იზოლაციაში მოაქციონ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები, რადგან სათქმელი არაფერი არ აქვთ, 13 წელია, მათ არაფერი უკეთებიათ. ერთადერთი მთავარი იარაღი – პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც მათ დარჩათ ხელში, ამას იყენებენ ლევანის წინააღმდეგ თავიანთი მარიონეტი პროკურორების და მოსამართლეების ხელით.

ერთსა და იმავე მოსამართლეზე განჩინების გაცემაც და ამ საქმის დაწერაც უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად და ბარემ ამას შეჰკიდეს მთელი ეს პოლიტიკური ტვირთი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად – პატიმრობის შეფარდებას, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს მოითხოვს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე