ბათუმში, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა

ბათუმში, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა

10-05-2025 23:22
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 861

ბათუმში, გვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. მოქალაქეები ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ორივე მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

გარდა მოქალაქეებისა დაზიანებულია გორგასლის ქუჩაზე მდგარი ავტომობილებიც.

შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე