“პირველ არხთან” ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები საეთერო დროს ითხოვენ და სურთ, რომ “პირველი არხის” შენობაში შევიდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტელეწამყვან ნინო ზაუტაშვილის ეთერს ითხოვენ და ამბობენ, რომ თავად წამყვანმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ადამიანს და ვის დაუთმობს საკუთარი გადაცემის დროს.
მათ “პირველ არხის” გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა უთხრა, რომ გადაცემას ტექნიკურად დაგეგმავენ და მიიწვევენ.