პირველი ეტაპი არის ის, რომ უშუალოდ BBC-ისთვის უნდა მიგვემართა და ასეც მოვიქეცით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპზევე გავჩერდებით და BBC ბოდიშს მოიხდის, რაც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.  მისი თქმით, BBC-სთვისვე იქნება უკეთესი, თუ პირველივე ეტაპზე გაჩერდება ეს თემა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 19

პირველი ეტაპი არის ის, რომ უშუალოდ BBC-ისთვის უნდა მიგვემართა და ასეც მოვიქეცით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპზევე გავჩერდებით და BBC ბოდიშს მოიხდის, რაც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ საჩივარზე BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით.

მისი თქმით, BBC-სთვისვე იქნება უკეთესი, თუ პირველივე ეტაპზე გაჩერდება ეს თემა.

„როგორც ბატონმა პაპუაშვილმა განმარტა, ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით, რამდენიმე ეტაპია გასავლელი. პირველი ეტაპი არის ის, რომ უშუალოდ BBC-ისთვის უნდა მიგვემართა და ასეც მოვიქეცით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპზევე გავჩერდებით და BBC ბოდიშს მოიხდის, რაც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. საწინააღმდეგო შემთხვევაში არის შემდეგი ეტაპები, შემდგომ მარეგულირებელ კომისიას უნდა მივმართოთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება. მაგრამ თუ დაგვჭირდა და მათაც თუ არ დააკმაყოფილეს, უკვე შემდეგი ეტაპი არის სასამართლო. თუ სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს არის აბსურდზე დაფუძნებული, რაღაც ზღაპარზე დაფუძნებული, შეთითხნილი სიუჟეტი და ამის გამო, BBC-იმ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. მათთვისვე იქნება უკეთესი, თუ პირველივე ეტაპზე გაჩერდება ეს თემა, შესაბამისად, ძალიან დიდი რეზონანსს არ გამოიწვევს და ისინი ბოდიშს მოიხდიან და ყველანაირ მასალას აიღებენ რაც არის გამოქვეყნებული. საწინააღმდეგო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ,რომ ბოლომდე გავყვეთ ამ თემას“- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის (ნოემბერ-დეკემბერს) მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი საქართველოს მმართველმა პარტიამ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. „ქართული ოცნება“ BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა, ხოლო თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ მიმართავენ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს.

შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსთავში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში სხვადასხვა ბრენდული დასახელების სასმელებს ამზადებდნენ და აღნიშნულ ფაქტთან კავშირს უარყოფს. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის თანამშრომლის მიერ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე. დღეს, „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ შეხვედრა „ფარული“ იყო და „ირანის რადიკალური სცენარის“ წახალისება მოხდა. ეს სრული სიცრუეა.  გერმანიის სახელით ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარვყოფ, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე