პიტერ სიიარტო - არ დავუშვებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებითი ნაწილის, კონკრეტული ეტაპების გახსნას

პიტერ სიიარტო - არ დავუშვებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებითი ნაწილის, კონკრეტული ეტაპების გახსნას

31-08-2025 13:51
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 699

უნგრეთი არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას.

მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს უკრაინის ევროკავშირში შეყვანას, რადგან ეს გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს, უნგრეთის სურსათის უვნებლობას და „უკრაინულ მაფიას უნგრეთში შეღწევის საშუალებას მისცემს“.

„სწორედ ამიტომ არ დავუშვებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებითი ნაწილის, ანუ მოლაპარაკებების კონკრეტული ეტაპების გახსნას“, - აღნიშნა სიიარტომ.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა რეალური და შეუქცევადი გახდეს. ლიეტუვის წინადადება ითვალისწინებს უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ტექნიკურ დონეზე დაწყებას უნგრეთის გარეშე, თუ ამას ბლოკის 26 წევრი სახელმწიფო დასთანხმდება.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე