პიტერ სიიარტო - უნგრეთი ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს

პიტერ სიიარტო - უნგრეთი ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს

28-01-2025 15:32
კატეგორიები: პოლიტიკა

უნგრეთი ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„უნგრეთი სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ საქართველოსთან არსებულ შეთანხმებას არ შეაჩერებს. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება არა ბრიუსელში, არამედ საქართველოში უნდა იქნას მიღებული და ქართველებმა მკაფიო გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ბრიუსელს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ „ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ“ და აღნიშნა, რომ „ამ კუთხით ევროპა ასე მუშაობს“.

პოსტი ნახა: 156


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!