Politico - მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა

Politico - მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 147

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ფედერალურმა მოსამართლემ, ალისონ ბეროუზმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების დროებით დაბლოკვის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის მოთხოვნა მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც უნივერსიტეტმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაკონსტიტუციურ შურისძიებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის“ სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა.

ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე