„პოლიტიკო“ - თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის შერიგებას გეგმავს

„პოლიტიკო“ - თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის შერიგებას გეგმავს

06-06-2025 14:31
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 397

თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის შერიგებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანონიმური წყაროების თანახმად, ტრამპისა და მასკის შერიგების მიზნით თეთრი სახლი დღეს მათ სატელეფონო საუბარს გეგმავს.

„პოლიტიკოსთან“ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა მასკთან კამათზე კითხვისას აღნიშნა,რომ ყველაფერი რიგზეა.

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, უკეთესი ვერ იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

რაც შეეხება მასკის კომენტარს, რომ ტრამპი არჩევნებს მისი დახმარების გარეშე ვერ მოიგებდა, ამაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი რეიტინგი იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ცნობისთვის, გუშინ, საღამოს ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მაკს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის დახმარების გარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე