პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 139

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

“დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებულ ი.დ.-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა გ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე