პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა - ბრალდებული ბინაში შევიდა და ნივთები მოიპარა

პოლიციამ ქურდობის ფაქტი გახსნა - ბრალდებული ბინაში შევიდა და ნივთები მოიპარა

15 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 304

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული ზ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ზ.მ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მოპარული ნივთები და საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ. "ატმეჩკა" .

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე