პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 133

პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მალხაზ გიგუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გიგუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

მალხაზ გიგუაშვილს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა ედება ბრალად.

შემთხვევა 5 ოქტომბერს, ქეთევან დედოფლის გამზირზე მოხდა. გიგუაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე