პოლიციის განცხადებით, შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.  მანამდე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვეიცარიის პოლიციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 40-ს აღწევს, თუმცა პოლიციამ პრესკონფერენციაზე ზუსტი რიცხვი არ დაასახელა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 18

პოლიციის განცხადებით, შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

ვალეს კანტონის პოლიციის მეთაურმა, ფრედერიკ ჟისლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაშავებულების უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.

მანამდე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვეიცარიის პოლიციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 40-ს აღწევს, თუმცა პოლიციამ პრესკონფერენციაზე ზუსტი რიცხვი არ დაასახელა.

ვალეს კანტონის პოლიციამ აღნიშნა, რომ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე Le Constellation-ის ბარში მომხდარი აფეთქება თავდასხმის ან ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილება.

პოლიციის ცნობით, დაშვებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ კრანს-მონტანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შვეიცარიაში, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.  გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 1:30 საათზე Le Constellation-ის ბარში ახალი წლის აღნიშვნისას მოხდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. კვიპროსმა დღეს დანიისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მომდევნო ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა. კვიპროსის თავმჯდომარეობის განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პრიორიტეტი ევროკავშირის ავტონომიურობა იქნება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე