პოლონეთის მთავრობა გარკვეულ რკინიგზის ხაზებზე ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის

პოლონეთის მთავრობა გარკვეულ რკინიგზის ხაზებზე ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 81

პოლონეთში სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი დივერსიისა და ტერორისტული საფრთხის გამო ქვეყნის მთავრობა კონკრეტულ რკინიგზის ხაზებზე ტერორისტული საფრთხის დონეს გაზრდის. ამის შესახებ პოლონური მედია პოლონეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერორისტული საფრთხეების ჯგუფის მოსაზრებებზე დაყრდნობით მოითხოვეს, ტერორისტული საფრთხეების გამო განგაშის დონე მესამე დონემდე, „ჩარლიმდე“ გაგვეზარდა. ეს დონე კონკრეტულ რკინიგზის ხაზებზე გავრცელდება. ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გამოვიყენოთ სამხედრო ძალები ეფექტურად და გონივრულად საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზის დასაცავად. ჩვენ საქმე გვაქვს დივერსიის აქტთან, რომელსაც, რომ არა თავდამსხმელების შეცდომები, შეეძლო სერიოზული კატასტროფა გამოეწვია. ეს ძალიან სერიოზული საკითხია“, – აცხადებს პოლონეთის პრემიერი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე