პოლონეთმა გამანადგურებლები ააფრინა და სახმელეთო-საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

პოლონეთმა გამანადგურებლები ააფრინა და სახმელეთო-საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

28-09-2025 13:44
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 574

პოლონეთმა, დღეს დილით უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის დროს, მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ვრცელებს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ პოლონეთის და მოკავშირეთა თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეში მოძრაობენ.

„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სარდლობამ გაააქტიურა ძალები და საშუალებები. ჰაერში გამანადგურებლები ააფრინეს, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს მოქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე