პოლონეთში 37 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც უფროსს "დაბეტონებით" ემუქრებოდა

პოლონეთში 37 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც უფროსს "დაბეტონებით" ემუქრებოდა

5 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ლეგ­ნი­ცა­ში 37 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სამ­სა­ხურ­ში და­წყე­ბუ­ლი ჩხუ­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაცი თა­ვის უფ­როსს "და­ბე­ტო­ნე­ბით" ემუქ­რე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ას კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თმა მე­ნე­ჯერ­მა მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თა­ნამ­შრო­მე­ლი მას არა­ერ­თხელ და­ე­მუქ­რა.

"მუ­ქა­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლი­ან შე­ა­ში­ნა, რად­გან ქარ­თვე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ "და­ა­ბე­ტო­ნებ­და"", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია. 

ქარ­თვე­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ა­კა­ვეს, ხოლო პრო­კუ­რორ­მა მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნა. სა­სა­მარ­თლომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

"ასე­თი ქცე­ვა და­ნა­შა­უ­ლია და გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და გა­დამ­წყვეტ რე­ა­გი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­დეს ქვე­მო სი­ლე­ზი­ის პო­ლი­ცი­ა­ში.

EADaily-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ 2024 წელს პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 1895-ჯერ და­ა­კა­ვეს. ამ წლის და­სა­წყი­სის­თვის პო­ლო­ნე­თის ცი­ხე­ებ­ში 322 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. არც ისე დიდი ხნის წინ ვარ­შა­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­პორ­ტა­ცია და­ი­წყო. პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დო­ნალდ ტუსკმა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე გახ­დე­ბი­ან, რად­გან ისი­ნი "ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი" არი­ან.

პოსტი ნახა: 227


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე