პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს - აღარ იარსებებს კანონი, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის და ასევე, საბჭოს წევრების თანამდებობაზე დასანიშნად პარლამენტისგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
შესაბამისი ცვლილებები “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
პროექტის მიღების შედეგად, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს - აღარ იარსებებს კანონი, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის და ასევე, საბჭოს წევრების თანამდებობაზე დასანიშნად პარლამენტისგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
პოსტი ნახა: 21
წინა ახალი ამბავი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება.
შემდეგი ახალი ამბავი
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს, მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები SOCAR-ისგანაც - ვაკვირდებით შესრულებას
მსგავსი სიახლეები
3 საათის წინ