თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ 20 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად დღეს წაუყენეს. ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიცია ცნობილია - ჯაფარიძე აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.