პროკურატურამ ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

10-12-2024 15:01
კატეგორიები: სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, ბათუმში, ბრალდებულები მივიდნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით 4 პირს ჭრილობები მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად სამი ადგილზე, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 156


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!