პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც 26 წლის მამაკაცი მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე, სხვადასხვა ნივთის დარტყმით მოკლა, რის შემდეგაც გვამი ლიფტის შახტში დაწვა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც 26 წლის მამაკაცი მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე, სხვადასხვა ნივთის დარტყმით მოკლა, რის შემდეგაც გვამი ლიფტის შახტში დაწვა

24-01-2025 18:37
კატეგორიები: სამართალი

თბილისში, 26 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ შემთხვევა 12 იანვარს, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. უწყების ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც გვამი ლიფტის შახტში დაწვა.

„საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოსტი ნახა: 360


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!