პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 102

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდათ.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა, შუამავლის დახმარებით, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვა და აიღო თანხა.

ასევე, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მეორე ინსპექტორმა, სხვა პირის თხოვნით, ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა.

პროკურატურის ინფორმაციით, ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) წარედგინა, მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღება), ხოლო მესამეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,221-ე მუხლი მე-3 ნაწილით (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება) და 25,220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე