პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 100

პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, გამორიცხეს რეალური მოძალადის მონაწილეობა ინციდენტში და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს სხვა, უდანაშაულო პირი, რომელმაც, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

„ბრალდებულები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდების ორგანიზება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს გირაო შეეფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე