პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 155

პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად რატიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს“.

„საქართველოს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე, სასამართლო ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი 17:30 საათზეა ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე