პროკურატურამ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს, ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.  მათივე ცნობით, ბრალის წარდგენა დღეს მოხდა, ხოლო საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.

05-03-2026 21:41
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 172

პროკურატურამ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს, ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალის წარდგენა დღეს მოხდა, ხოლო საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.

ინფორმაციისთვის, ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი. უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.

გამოცემის თანახმად, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.  აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ირანი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. აბას არაღჩის განმარტებით, აშშ-სთან „მოლაპარაკებების ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს“. ასევე, მისი თქმით, თუ აშშ ირანში სახმელეთო ძალებით შეჭრას გადაწყვეტს, მაშინ ირანი ამისთვის მზად იქნება. „ჩვენ მათ ველით. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, - განაცხადა არაღჩიმ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე