პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი

პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 89

საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი ახობაძის ადვოკატი, მარიამ მაძღრაშვილი ავრცელებს.

„გუშინ გიორგის საქმეზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პროკურორმა. ბრძოლა გრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. იქ შევხვდებით“, - წერს მარიამ მაძღარაშვილი „ფეისბუქზე“.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე 2025 წლის 6 აგვისტოს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე