პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ავტოავარიის შედეგად ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ავტოავარიის შედეგად ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

25-09-2023 11:05
კატეგორიები: საინტერესო ამბები

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პოსტი ნახა: 486


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!