პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, ბრძანებულების გამოსაცემად პრეზიდენტს სამი თვის ვადა აქვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, ბრძანებულების გამოსაცემად პრეზიდენტს სამი თვის ვადა აქვს

26-09-2023 06:37
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორია პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის პროცედურა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონის თანახმად, როდესაც საქმე მოქალაქეობის შეწყვეტას ეხება, პრეზიდენტს ბრძანებულების გამოსაცემად სამი თვის ვადა აქვს.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

პოსტი ნახა: 310


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!