პროკურორი კესარია აბრამიძის საქმეზე - სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა განუსაზღვროს - დარწმუნებული ვართ, გადაწყვეტილება ობიექტური იქნება

პროკურორი კესარია აბრამიძის საქმეზე - სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა განუსაზღვროს - დარწმუნებული ვართ, გადაწყვეტილება ობიექტური იქნება

17 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

ბრალდების მხარის მოთხოვნა იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ყველა დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით. სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა განუსაზღვროს, - ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა.

მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ბრალდების მხარე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, რომელშიც ყველა ის მტკიცებულება მიმოვიხილეთ, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი იქნა. მათ შორის, ვისაუბრეთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზეც. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, მასში არსებული მიმოწერების, ვიდეო, აუდიოჩანაწერები, რა თქმა უნდა, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენის სახით, როგორც განზრახ მკვლელობის ნაწილში გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე ამავე ნიშნების საფუძველზე სისტემატური ცემის ნაწილში. დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მოთხოვნა იქნება არამხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, არამედ გამამტყუნებელი განაჩენი სამართლიანი უნდა იყოს და სასამართლოს წინაშე დავაფიქსირეთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყველა დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ბრალდებულს უნდა განუსაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 292


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!