რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში საშემოდგომო გაწვევის განკარგულებას მოაწერა ხელი.
განკარგულებაში აღნიშნულია, 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უნდა განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე ასაკის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ქვეყანაში ამ პერიოდში 135 ათასი ადამიანი გაწვევა უნდა მოხდეს. იმავე ბრძანებულებით ასევე განისაზღვრა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება იმ ჯარისკაცების, მეზღვაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრებისა, რომელთა სამხედრო სამსახურის ვადაც გასული იყო.
რუსეთის მთავრობას, რეგიონულ ხელისუფლებას და გაწვევის კომისიებს ევალებათ უზრუნველყონ გაწვევის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება. ფედერალურ მინისტრებს, ფედერალური სამსახურებისა და ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელებს ასევე დაევალათ უზრუნველყონ ფედერალური სამინისტროებისა და სხვა ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების მიერ დაქირავებული რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა.