ქალ აქტივისტებს, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ

ქალ აქტივისტებს, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ

6 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

აქტივისტ ქალებს, რომლებსაც გუშინ ლიფტში წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს, თვალებზე პირველი ხარისხი დამწვრობა აქვთ. ისინი გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს. 

ნუცა მახარაძე "პირველებს" მომხდარის შესახებ უყვება. ამბობს, რომ აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც უცნობი ახალგაზრდა ლიფტთან ჩაუსაფრდა და ღიობიდან კაბინაში აქტივისტებს წიწაკის სპრეი შეასხა. ქალი ამბობს, რომ ამ რაოდენობის სპრეის გამოყენებას შესაძლოა, ფატალური შედეგიც კი გამოეწვია. 

მახარაძე ამბობს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცია და ამის დადგენა მისი ხმის ტემბრით შეძლო, რადგან ის აქტივისტებს აგინებდა და "ნაცებთან" მოიხსენიებდა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მასზე თვალთვალი ხორციელდება.

სადარბაზოში, სადაც თავდასხმა მოხდა, სათვალთვალო კამერა არ არის. შესაბამისად, ერთადერთი მტკიცებულება ახლა ის ბოთლია, რომელიც ჯერ კიდევ ლიფტთან გდია და რომელშიც სწორედ ბრიილანტის მწვანე ესხა. 

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან, თუმცა ვერ პასუხოებნ კითხვას, რატომ არ მიაქვთ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება - ბოთლი საგამოძიებო უწყებაში. 

წყარო: https://tvpirveli.ge

პოსტი ნახა: 227


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე