ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ხელის ტრაქტორის მართვისას გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ბრეთში მოხდა. ნუგზარ მინდიაშვილი სოფლის განაპირას გარდაცვლილი თანასოფლელებმა ნახეს.
ადგილობრივებმის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი ტრაქტორით მოძრაობისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც ტრაქტორის მართვა ვეღარ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.