„ქართული ოცნების“ ლიდერები შტაბს ხმაურისა და შეძახილების ფონზე ტოვებენ - მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ მელიქიშვილის გამზირი და მობილიზებულია პოლიცია

„ქართული ოცნების“ ლიდერები შტაბს ხმაურისა და შეძახილების ფონზე ტოვებენ - მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ მელიქიშვილის გამზირი და მობილიზებულია პოლიცია

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 128

ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე უწევთ ღონისძიების დატოვება.

შტაბის გარე პერიმეტრზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო, მონებო!”, “რუსებო, რუსებო!”.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ისინი განლაგებულები არიან, როგორც ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ, ასევე “ფილარმონიასთან”.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მხარეს იყვნენ განლაგებულები, უშუალოდ კახა კალაძის შტაბის წინ განლაგდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ნაწილსა და მხარდამჭერებს შტაბის შიდა პერიმეტრი ამ დრომდე არ დაუტოვებიათ.

აქციის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი მელიქიშვილის გამზირი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე