ქაშმირის პროვინციში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში ტერორისტულ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა

ქაშმირის პროვინციში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში ტერორისტულ თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ქაშმირის პროვინციში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში შეიარაღებული პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიღუპა 26 ადამიანი, დაჭრილია 17 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კიდევ ორი – ადგილობრივი მცხოვრები, დანარჩენები კი ინდოეთის სხვადასხვა რეგიონიდან არიან.

ქალაქი პაჰალგამი, სადაც თავდასხმა მოხდა, პოპულარული ტურისტული ადგილია. ის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელზეც პრეტენზიას ინდოეთი და პაკისტანი აცხადებენ. ტერიტორია ამჟამად ინდოეთის კონტროლქვეშაა, მოსახლეობის დიდი ნაწილს კი მუსლიმები წარმოადგენენ.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ქალაქის სიახლოვეს მდებარე ველზე მოხდა, სადაც ბოლივუდის ბევრი ფილმია გადაღებული. ამ ადგილზე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენითაა შესაძლებელი. ინდური მედიის ცნობით, თავდამსხმაში ორი ან სამი პირი მონაწილეობდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ცნობილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ – „ქაშმირის წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონში 85 ათასი უცხოელი დასახლდა, რამაც დემოგრაფიული ცვლილებები გამოიწვია. ამის გამო დაჯგუფება იმუქრება, რომ მათ, ვინც არალეგალურად ცდილობდა რეგიონში დასახლებას, ძალადობით უპასუხებენ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

ქაშმირში მომხდარი ტერაქტი დაგემეს მსოფლიოს ლიდერებმაც.

პოსტი ნახა: 155


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე