დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, ბავშვი წამოვიყვანე, ფანჯარაზე იყო ამძვრალი.
ძალიან ცუდად ვიყავი, [სასწრაფოს] ვერაფერი ვუპასუხე... საავადმყოფოდან დედასთან წავედი, არაფერი მითქვამს, თავისით გაიგო...
ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირი იყო შეურაცხყოფა... სხვის სახლში ვცხოვრობდით, სხვისი სახლის გამო გავეკიდე“, - აცხადებს გერსამია.
მათიაშვილის თქმით, გერსამიამ მას უთხრა, რომ „ლუკამ მაღაზიაში რაღაცები მოიპარა და ამაზე იჩხუბეს“. გერსამიამ ფსიქოლოგს უთხრა, რომ მან ყვირილის ხმა გაიგო და როცა ლუკა დაინახა, ის კისრიდან საყელოს იწევდა, რა დროსაც დანა დაინახა, ამოცალა და მოგვიანებით გარეცხა.
„ლუკა მოვიკიდე და კიბეებზე ჩამყავდა. დამძიმდა, ვეღარ მიმყავდა და სასწრაფოში ჩავედი, ბავშვი მარტო მყავდა დატოვებული და მერე მასთან ავედი“, - აცხადებს გერსამია ფსიქოლოგთან.
თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.